დონალდ ტრამპი - რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში, შესაძლოა, რაღაც კარგი ხდება

დონალდ ტრამპი - რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში, შესაძლოა, რაღაც კარგი ხდება

3 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 36

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ, შესაძლოა, რუსეთსა და უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებებში „რაღაც კარგი ხდება“. ამის შესახებ მან თავის სოციალურ ქსელში, Truth Social-ში დაწერა.

„ნამდვილად არის შესაძლებელი, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში დიდი პროგრესი იქნას მიწეული??? ნუ დაიჯერებთ ამას, ვიდრე არ იხილავთ, თუმცა, შესაძლოა, რაღაც კარგი ხდება. ღმერთმა დალოცოს ამერიკა!“ – წერს დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში.

უკრაინაში ომის დასრულების გეგმასთან დაკავშირებით გუშინ, ჟენევაში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების მოლაპარაკებების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ მოლაპარაკებებზე მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს, თუმცა არის საკითხები, რომლებზეც მუშაობა უნდა გაგრძელდეს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე