„სამშვიდობო მოლაპარაკებების“ მიზნით ირანისთვის არ მიმიმართავს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.
„მე, „სამშვიდობო მოლაპარაკებების“ მიზნით ირანისთვის არანაირი ფორმით არ მიმიმართავს. ეს კიდევ ერთი მაღალი დონის გამოგონილი ყალბი ამბავია. თუ მათ საუბარი სურთ, იციან, როგორ დამიკავშირდნენ. მათ ის შეთანხმება, რომელიც მაგიდაზე იყო უნდა მიეღოთ - ეს ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენდა!“ - წერს დონალდ ტრამპი.
ამასთან, დონალდ ტრამპმა კანადიდან აშშ-ში დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ცეცხლის შეწყვეტაზე უკეთესის მოლოდინი აქვს“.
„ახლა ყველაფერი კარგად მიდის. გახსოვდეთ, არ შეიძლება ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს. ჩვენ ცეცხლის შეწყვეტაზე რაღაც უკეთესის მიღწევის მოლოდინი გვაქვს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.