დონალდ ტრამპი - თუ რუსეთი მზად არ იქნება ომის დასასრულებლად შეთანხმებისთვის, აშშ სრულიად მზად არის დაუწესოს ტარიფების ძალიან ძლიერი პაკეტი, მაგრამ ეს რომ ეფექტიანი იყოს, ევროპული ქვეყნები უნდა შემოგვიერთდეთ

დონალდ ტრამპი - თუ რუსეთი მზად არ იქნება ომის დასასრულებლად შეთანხმებისთვის, აშშ სრულიად მზად არის დაუწესოს ტარიფების ძალიან ძლიერი პაკეტი, მაგრამ ეს რომ ეფექტიანი იყოს, ევროპული ქვეყნები უნდა შემოგვიერთდეთ

3 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 148

თუ რუსეთი მზად არ იქნება ომის დასასრულებლად შეთანხმებისთვის, აშშ სრულიად მზად არის დაუწესოს ტარიფების ძალიან ძლიერი პაკეტი, მაგრამ ტარიფები რომ ეფექტიანი იყოს, ევროპული ქვეყნები, უნდა შემოგვიერთდეთ იგივე ზომების შემოღებაში, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

ტრამპის თქმით, ყველას ეგონა, რომ რუსეთი ომს სამ დღეში მოიგებდა, მაგრამ ასე არ გამოვიდა, რაც კარგად არ წარმოაჩენს რუსეთს.

„დაუღალავად ვმუშაობ უკრაინაში მკვლელობების შესაჩერებლად. შვიდი ომიდან, რომელიც დავასრულე, მეგონა, რომ ეს ყველაზე მარტივი იქნებოდა პრეზიდენტ პუტინთან ჩემი ურთიერთობების გამო, რომელიც ყოველთვის კარგი იყო.

მეგონა, რომ ყველაზე მარტივი იქნებოდა, მაგრამ ომში არასდროს არ იცი, რა მოხდება. ყოველთვის ბევრი სიურპრიზია, როგორც კარგი, ასევე, ცუდი. ყველას ეგონა, რომ რუსეთი ამ ომს სამ დღეში მოიგებდა, მაგრამ ასე არ გამოვიდა. ეგონათ, რომ ერთი პატარა სწრაფი შეტაკება იქნებოდა. ეს კარგად არ წარმოაჩენს რუსეთს, ცუდად წარმოაჩენს მათ. მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება ამ მომენტიდან, ეს რამდენიმე დღის ამბავი უნდა ყოფილიყო, ერთ კვირაზე ნაკლების, და ისინი სამ წელიწად-ნახევარი იბრძვიან. და კლავენ 5-დან 7 ათას ახალგაზრდა ჯარისკაცს, ძირითადად ჯარისკაცებს, ორივე მხარეს. ყოველ კვირა - 5-დან 7 ათასამდე მკვდარი ახალგაზრდა ადამიანი.

და ზოგიერთ ქალაქში, გაცილებით ნაკლები ციფრებია, სადაც რაკეტებს ისვრიან, დრონები ვარდება…

ჩინეთი და ინდოეთი მიმდინარე ომის მთავარი დამფინანსებლები არიან რუსული ნავთობის შესყიდვების გაგრძელებით, მაგრამ, რაც უპატიებელია, ნატოს ქვეყნებმაც დიდად არ შეწყვიტეს რუსული ენერგეტიკისა და რუსული ენერგოპროდუქტების [შესყიდვა], რაც ორი კვირის წინ აღმოვაჩინე და არ გამიხარდა. დაფიქრდით, ისინი საკუთარი თავის წინააღმდეგ აფინანსებენ ომს. ეს ვის გაუგია?

თუ რუსეთი მზად არ იქნება ომის დასასრულებლად შეთანხმებისთვის, აშშ სრულიად მზად არის დაუწესოს ტარიფების ძალიან ძლიერი პაკეტი, რაც, ჩემი რწმენით, ძალიან სწრაფად დაასრულებს სისხლისღვრას. მაგრამ ეს ტარიფები რომ ეფექტიანი იყოს, ევროპული ქვეყნები, აქ ვინ ხართ შეკრებილი, უნდა შემოგვიერთდეთ იგივე ზომების შემოღებაში,” - განაცხადა ტრამპმა.

ასევე თავის გამოსვლაში ტრამპმა თქვა, რომ გაერომ „არც კი სცადა დახმარება“ გლობალური კონფლიქტების დასრულებაში.

ტრამპმა ისაუბრა შვიდ ომზე, რომლებიც, მისი თქმით, მისი მეორე ვადის განმავლობაში დასრულდა და დასძინა, რომ ამაზე ხალხი ეუბნებოდა, რომ ეს კონფლიქტები „დაუსრულებელია“.

კერძოდ, მან ჩამოთვალა კონფლიქტები - კამბოჯასა და ტაილანდს; კოსოვოსა და სერბეთს; პაკისტანსა და ინდოეთს; ისრაელსა და ირანს; ეგვიპტესა და ეთიოპიას; სომხეთსა და აზერბაიჯანს; და „საშინელი ძალადობრივი ომი“ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და რუანდას შორის.

ის ამბობს, რომ არცერთ სხვა პრეზიდენტს „არასდროს არ გაუკეთებია მსგავსი რამ“. მისი თქმით, გაერომ არცერთ მათგანში „არც კი სცადა დახმარება“.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე