დონალდ ტრამპი - ტრამპის არ ყოფნა ბიულეტენში და „შათდაუნი“ იყო ორი მიზეზი, რის გამოც „რესპუბლიკელებმა“ არჩევნები წააგეს

დონალდ ტრამპი - ტრამპის არ ყოფნა ბიულეტენში და „შათდაუნი“ იყო ორი მიზეზი, რის გამოც „რესპუბლიკელებმა“ არჩევნები წააგეს

05-11-2025 10:05
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 598

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აშშ-ის რამდენიმე შტატში ჩატარებული არჩევნების შედეგებს ეხმაურება და აცხადებს, რომ „რესპუბლიკელების“ მარცხის ორი მიზეზი არსებობს: მთავრობის „შათდაუნი“ და ის, რომ ბიულეტენებში დონალდ ტრამპი არ იყო.

„გამოკითხვის ჩამტარებლები აცხადებენ, რომ ტრამპის არ ყოფნა ბიულეტენში და მთავრობის „შათდაუნი“ იყო ორი მიზეზი, რის გამოც „რესპუბლიკელებმა“ არჩევნები წააგეს“, - წერს ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

შეგახსენებთ, წინასწარი პროგნოზებით, ნიუ-იორკის მერის, ასევე ვირჯინიის და ნიუ-ჯერსის შტატების გუბერნატორების არჩევნებში „დემოკრატმა“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე