დონალდ ტრამპის განცხადებით, 2026 წლის „დიდი ოცეულის“ სამიტი მაიამიში, მის საკუთარ გოლფ კლუბში ჩატარდება

დონალდ ტრამპის განცხადებით, 2026 წლის „დიდი ოცეულის“ სამიტი მაიამიში, მის საკუთარ გოლფ კლუბში ჩატარდება

06-09-2025 18:18
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 784

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ცნობით, 2026 წელს „დიდი ოცეულის“ სამიტი მაიამიში, მის საკუთარ „დორალის“ გოლფ კლუბში ჩატარდება.

„თითქმის 20 წლის შემდეგ პირველად, აშშ „დიდი ოცეულის“ სამიტს უმასპინძლებს. ვფიქრობ, „დორალი“ საუკეთესო ადგილია“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ასევე, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ წელს, სამხრეთ აფრიკაში დაგეგმილ სამიტს თავად არ დაესწრება და მასში მონაწილეობას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი მიიღებს.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე