აშშ-ს თავდაცვის მომავალი ბიუჯეტი 1 ტრილიონი დოლარი იქნება

აშშ-ს თავდაცვის მომავალი ბიუჯეტი 1 ტრილიონი დოლარი იქნება

08-04-2025 13:49
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 780

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ს თავდაცვის მომავალი ბიუჯეტი 1 ტრილიონი დოლარი იქნება.

„1 ტრილიონი დოლარის ფარგლებში იქნება. მსგავსი რამ არავის უნახავს. რა თქმა უნდა, ხარჯებთან დაკავშირებით ყოველთვის ფრთხილად ვმოქმედებთ, მაგრამ ჩვენი შეიარაღებული ძალები ის არის, რაც უნდა ავაშენოთ. ძლიერები უნდა ვიყოთ, რადგან გარშემო ძალიან ბევრი ცუდი ძალა მოქმედებს“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრაზე.

დონალდ ტრამპის განცხადებას აშშ-ს თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „დონალდ ტრამპი შეიარაღებულ ძალებს სწრაფად აღადგენს“.

„ძალიან მალე, პირველად, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ბიუჯეტი 1 ტრილიონი დოლარი იქნება. გადასახადის გადამხდელთა ყოველი დოლარის გონივრულად დახარჯვას ვაპირებთ: ლეტალურობასა და მზადყოფნაზე“, - დაწერა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა X-ზე.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე