“ჰამასის“ მიერ გადაცემული კიდევ ოთხი მძევლის ცხედარი ისრაელში, აბუ კაბირის სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტში გადაასვენეს, სადაც მათი იდენტიფიცირება მოხდება, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
„ჰამასმა“ გარდაცვლილი მძევლების ცხედრები „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს“ მას შემდეგ გადასცა, რაც ისრაელმა განაცხადა, რომ შეზღუდავდა ღაზას სექტორში დახმარების შესვლას, სანამ „ჰამასი“ 28-ვე გარდაცვლილი მძევლის ცხედარს არ დააბრუნებდა.
მანამდე, ორშაბათს, „ჰამასმა“ 20 ცოცხალი და ოთხი გარდაცვლილი მძევალი დააბრუნა.