ევროკავშირი 2028 წლიდან რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს სრულად აკრძალავს

ევროკავშირი 2028 წლიდან რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს სრულად აკრძალავს

09-10-2025 23:56
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 467

ევროკავშირის ქვეყნების ელჩები შეთანხმდნენ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც 2028 წლისთვის რუსეთიდან ნავთობისა და გაზის იმპორტი ეტაპობრივად შეწყდება. ინფორმაციას Reuters ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გეგმის თანახმად, მიწოდების თანდათანობითი შეწყვეტა 2026 წლის იანვრიდან დაიწყება, როცა ახალი კონტრაქტებით რუსული გაზის იმპორტი აიკრძალება. 2026 წლის ივნისიდან შეზღუდვა, ასევე, მოკლევადიან ხელშეკრულებებზე გავრცელდება, ხოლო 2028 წლის იანვრიდან გრძელვადიანი კონტრაქტებით მიწოდების სრული აკრძალვა შევა ძალაში.

დოკუმენტის მიზანი კრემლისთვის უკრაინაში ომის დასაფინანსებლად გამოყენებული ენერგეტიკული შემოსავლის შეწყვეტაა.

სააგენტოს წყაროების ცნობით, ევროკავშირის, თითქმის, ყველა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ინიციატივას, რაც მისი სწრაფი დამტკიცების შანსს ზრდის. თუმცა უნგრეთმა და სლოვაკეთმა დოკუმენტი გააკრიტიკეს, რადგან მათი ეკონომიკა კვლავ რუსულ ენერგიაზე არის დამოკიდებული. ამის მიუხედავად, კანონპროექტი ამ ქვეყნებს ავალდებულებს, 2028 წლისთვის რუსეთიდან ნავთობისა და გაზის იმპორტის სრულად შესაჩერებლად ეროვნული გეგმა მოამზადონ.

ელჩებს შორის შეთანხმების შემდეგ დოკუმენტი ევროკავშირის მინისტრებს 20 ოქტომბერს დაგეგმილ შეხვედრაზე დასამტკიცებლად გადაეგზავნება. გეგმის დასამტკიცებლად „კვალიფიციური უმრავლესობის,“ანუ წევრი სახელმწიფოების, მინიმუმ, 55%-ის თანხმობა იქნება საჭირო. ამის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნები და ევროპარლამენტი კანონის საბოლოო ტექსტზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

ამჟამად ევროკავშირის დამოკიდებულება რუსულ გაზზე 2021 წლის 45%-იანი მაჩვენებლიდან, დაახლოებით, 12%-მდე არის შემცირებული. თუმცა რიგი ქვეყნები, მათ შორის, უნგრეთი, საფრანგეთი და ბელგია შესყიდვებს კვლავ განაგრძობენ.

ამასთან, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს განიხილავს, რომელიც 2027 წლის იანვრიდან, ანუ ერთი წლით ადრე, ვიდრე თავდაპირველად იყო დაგეგმილი, რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

04-05-2026 17:07

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ინფორმაციას სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ავრცელებს. „გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან ერთად დღეს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციით, ვხსნით ახალ და პერსპექტიულ თავს გაერთიანებულ სამეფოსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში, რომელიც საერთო ღირებულებებსა და გაძლიერებულ თანამშრომლობაზეა აგებული“, - აცხადებს ფაშინიანი.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე