ევროკავშირმა ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ევროკავშირმა ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

15-12-2025 15:24
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 696

ევროკავშირმა ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა.

„როიტერის“ ცნობით, სანქციების მიზეზი ბელარუსიიდან მეტეოროლოგიური ბუშტების ლიეტუვის საჰაერო სივრცეში შეჭრაა, რაც ბოლო თვეების განმავლობაში გახშირდა და ლიეტუვის უსაფრთხოებას საფრთხე არაერთხელ შეუქმნა.

„დღეს ევროკავშირის საბჭომ წარმოადგინა ახალი კრიტერიუმი იმ პირების, ერთეულებისა და ორგანოების სიისთვის, რომლებიც სარგებლობენ, ჩართული არიან ან ხელს უწყობენ ბელარუსის რესპუბლიკისთვის განკუთვნილ ქმედებებს ან პოლიტიკას, რომელიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, სტაბილურობას, უსაფრთხოებას ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებში. დღევანდელი გადაწყვეტილება მოჰყვა ლიეტუვის საჰაერო სივრცეში მეტეოროლოგიური ბუშტების ბოლოდროინდელ შეჭრას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ახალი კრიტერიუმი საშუალებას მისცემს ევროკავშირს, დააწესოს შემზღუდავი ზომები იმ პირების მიმართ, რომლებიც გეგმავენ, ხელმძღვანელობენ, ეწევიან მხარდაჭერას ან ხელს უწყობენ უცხოური ინფორმაციის მანიპულირებას და ჩარევას.

გარდა ამისა, ევროკავშირს შეეძლება სანქციების დაწესება იმ პირებისა და ერთეულების მიმართ, რომლებიც ჩართული არიან ქმედებებში, რომლებიც მიზნად ისახავს ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების დემოკრატიული ინსტიტუტების, ეკონომიკური საქმიანობის ან საზოგადოებრივი ინტერესების მომსახურების ფუნქციონირებას.

პარალელურად კი, 13 დეკემბერს აშშ-მა ბელარუსის კალიუმის ინდუსტრიაზე დაწესებული სანქციები მოხსნა. საპასუხოდ, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 123 პატიმარი გაათავისუფლა. გათავისუფლებულ ადამიანებს შორის არიან ოპოზიციონერი აქტივისტი მარია კოლესნიკოვა და ასევე ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ალეს ბიალიაცკიც.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე