ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი მიიღო, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კომისიის მთავარმა პრესსპიკერმა, პაულა პინიომ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს, მოგვიანებით ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი კაია კალასი პრესკონფერენციაზე გამართავენ.
ამასთან, პინიოს თქმით, საბოლოო ტექსტის დასრულებამდე ზომების შესახებ დეტალური ბრიფინგი არ გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ სანქციების პაკეტი ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს და მის მიღებას ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფოს ერთსულოვანი მხარდაჭერა სჭირდება.