ფრანს-პრესი“ - პაკისტანში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც 16 ჯარისკაცი დაიღუპა

ფრანს-პრესი“ - პაკისტანში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც 16 ჯარისკაცი დაიღუპა

28-06-2025 21:23
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 608

პაკისტანში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რის შედეგად 16 ჯარისკაცი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტო „ფრანს-პრესის“ ცნობით, შემთხვევა პაკისტანის ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციის ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონში მოხდა.

„თვითმკვლელი ტერორისტი ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული მანქანით სამხედრო კოლონას შეეჯახა. აფეთქების შედეგად 16 ჯარისკაცი დაიღუპა და 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა“, - განაცხადა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა.

პოლიციის ცნობით, აფეთქების შედეგად ორი საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩამოინგრა, რის შედეგადაც, ექვსი ბავშვი დაშავდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პაკისტანის თალიბანმა, „თეჰრიქ-ე თალიბანმა“ აიღო.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე