გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP), რომელიც ამჟამად ღაზაში რეკონსტრუქციის საჭიროებებს აფასებს, აცხადებს, რომ ტერიტორიაზე არსებული შენობების 80%-ზე მეტი დანგრეული ან დაზიანებულია, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გაერო-ს მონაცემების თანახმად, უშუალოდ ქალაქ ღაზაში ეს მაჩვენებელი 92%-ია.
ორგანიზაციის შეფასებით, ღაზაში მინიმუმ 55 მილიონი ტონა ნანგრევების გაწმენდაა საჭირო და გარკვეული გაწმენდითი სამუშაოები დაიწყეს, თუმცა, ტერიტორიაზე დარჩენილი აუფეთქებელი საბრძოლო მასალა სამუშაოებს აფერხებს.
გაერო-ს, ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული რეკონსტრუქციის ხარჯების შეფასების თანახმად, იმისთვის, რომ ღაზას სექტორის ტერიტორიის საცხოვრებლად გამოყენება კვლავ შესაძლებელი გახდეს, მინიმუმ 70 მილიარდი დოლარი იქნება საჭირო.