“გარდაცვლილი ბიზნესმენ არსენ კუტალაძის საქმის შემსწავლელი კომისია იქმნება”- “ახალგაზრდა ადვოკატები”

“გარდაცვლილი ბიზნესმენ არსენ კუტალაძის საქმის შემსწავლელი კომისია იქმნება”- “ახალგაზრდა ადვოკატები”

8 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 227

“რესტორან „ურმულის“ პირვანდელი მფლობელის, მძიმე ტექნიკისა და სარესტორნო სფეროში ცნობილი ბიზნესმენ არსენ კუტალაძის საქმის შემსწავლელი კომისია შეიქმნება,  რომელიც სამართლის დარგის სპეციალისტებით დაკომპლექტდება, მომდევნო სამი თვის განმავლობაში იმუშავებს, მოამზადებს სამართლებრივ დოკუმენტს – დასკვნას და რეკომენდაციებს და პასუხს გასცემს საქმის ირგვლივ ბიზნესმენის სიკვდილის მოტივებს. აღნიშნულის შესახებ არსენ კუტალაძის ოჯახის ადვოკატებმა, არჩილ კაიკაციშვილმა და ნიკა სადრაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს.

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არსენ კუტალაძის ოჯახის ადვოკატ არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საერთო სასამართლოებში წარმოებულმა ქონებრივი დავებისა და არსენ კუტალაძის თვითმკლელობამდე მიყვანის სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებულმა დოკუმენტებმა, გამოვლენილმა ახალმა გარემოებებმა და სამართლებრივი პროცესის მიმდინარეობამ ობიექტურად გააჩინა საფუძვლები, რომ ბიზნესმენის დაღუპვა არ შეფასდეს, როგორც თვითმკვლელობა ფაქტი. შესაბამისად, რეზონანსული საქმის ირგვლივ მიზანშეწონილად ჩაითვალა განხილვისა და დისკუსიის ფარგლების გაზრდა, რათა ფართოდ იქნეს წარმოდგენილი სამართლის დარგის სპეციალისტების კვალიფიციური შეფასებები და სამართალდამცავ ორგანოებს, სასამართლო სისტემას ჰქონდეს ოჯახისგან ან ოჯახის ადვოკატებისგან დამოუკიდებელი პროფესიონალების შეფასებაც.

ადვოკატ ნიკა სადრაძის განცხადებით, არსენ კუტალაძის საქმის შემსწავლელი კომისია ღირებული იქნება იმითაც, რომ განსხვავებული სპეციალისტების აზრის მოსმენა სადავო გარემოებებზე კიდევ უფრო მეტ სიცხადეს მოიტანს. არსებობს კითხვები და საეჭვო გარემოებები, რომლის დეტალური ანალიზი კომისიამ უნდა მოახდინოს. დღევანდელი მდგომარეობით, არ განხორციელებულა ის საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რომლითაც გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე შექმნილ თავის ოფიციალურ ვერსიასაც გაამყარებდა. არსენ კუტალაძის ოჯახმა პასუხი ვერ მიიღო კითხვებზე, თუ რა ვერსიებზე მუშაობს გამოძიება და ამჟამად რა საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება. კომისიის მომავალი დასკვნა უნდა გახდეს გამოძიების დაჩქარების ფაქტორი, მათ შორის არსენ კუტალაძის მეუღლე მარინე წამალაიძე დაზარალებულად იქნება ცნობილი.

საქმის მასალებით დგინდება, რომ არსენ კუტალაძე ბიზნესიდან რეგისტრირებული და არარეგისტრირებული წილებიდან გასვლას და სამშენებლო სფეროში საქმიანობის გაგრძელებას აპირებდა. შესაბამისად, პარტნიორების წინაშე იდგა კუთვნილი წილის კომპენსაციის გადახდის საკითხი, რაც მილიონებს აღემატება. შესაბამისად, არ გამოირიცხება ბიზნესმენის დაღუპვა სხვა ფაქტორებით ყოფილიყო შესრულებული, რასაც არც გამოძიება გამორიცხავს, საქმეზე დაისმის პარტნიორებს შორის ურთიერთობის შესწავლაზე შესაბამისი კითხვები, მაგრამ დღემდე საქართველოს პროკურატურა არსენ კუტალაძის მეუღლის – მარინე წამალაიძის არც დაზარალებულად ცნობას ახდენს და არც სისხლის სამართლის საქმეზე რეალური წინსვლითაა დაინტერესებული.

არსენ კუტალაძის ოჯახის ადვოკატების მიერ შესწავლილი საქმის მასალებით იკვეთება, რომ გარდაცვლილი ბიზნესმენის სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, დამნაშავე პირების გამოვლენას და პასუხისგებაში მიცემას საგამოძიებო ორგანო ხელოვნურად აჭიანურებს. გამოძიება უმოქმდოა არამხოლოდ დანაშალის გამოძიების ძირითად ეპიზოდებზე, არამედ მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეთა ჩვენებების სიყალბისა ეპიზოდებზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისთვის.

ამასთან, საქმის მასალებში მოპოვებული არაერთი წყარო მიუთითებს, რომ „რესტორანი“ ურმულის მიმართ არსებობს კონკრეტული პირების დაინტერესება, რომლებსაც აქვთ სათანადო კონტქტები და გავლენა კანონის გვერდის ავლით ურთიერთობა ჰქონდეთ სასამართლო სისტემასთან და საგამოძიებო უწყებებთან, რათა არსენ კუტალაძის ოჯახმა, ერთის მხრივ, ვერ დაიბრუნოს წართმეული რესტორანი და საცხოვრებელი სახლი, მეორეს მხრივ არ სისხლის სამართლის საქმეზე არ მოხდეს პასუხისმგებელი პირების გამოკვეთა და ბრალდების წარდგენა, არ გაიხსნას საქმე. შედეგად, არ ხდება საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება. იგნორირებულია საქართველოს პროკურატურის რეკომენდაციების შესრულება, რომელიც საგამოძიებო ორგანოსთვის 2023 წლის ოქტომბერში შეიქმნა. აღნიშნული ფაქტები მიუთითებენ, რომ საქმეზე გავლენის ჯგუფები ჭეშმარიტრების დადგენას ხელს უშლიან. მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის სექტემბერში არსენ კუტალაძის ოჯახმა საქმეზე კონტროლის მიზნით საქართველოს პრემიერ-მინისტრს დახმარებისთვის წერილობით მიმართა, საქმე კვლავ გამოუძიებელია და უძრავად დევს.

არსენ კუტალაძის ოჯახი და ადვოკატები იმედოვნებს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი და მომავალი ახალი პროკურორი ბიზნესმენის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავებს ხელს არ დააფარებს და ადგილი არ იქნება ჩაწყობილი საქმეების პრაქტიკას.

ცნობისთვის: 2019 წლის 9 იანვარს, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის დეპარტამენტის მე-4 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანის მე-9 კმ.-ზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ „რომპეტროლის“ ტერიტორიაზე არსენ კუტალაძის გარდაცვალების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ბიზნესმენი გარდაცვლილი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების შედეგად იპოვეს, მაგრამ ოჯახი დასახელებული პირველადი ვერსიის დამაჯერებლობას გამორიცხავენ. ბიზნესმენის სხეულში აღმოჩენილი იქნა 1915 მგ. მეთადონი, რაც ჩვეულებრივ ვითარებაში, 8-ჯერ აღემატება დაშვებულ დოზას და დაუყოვნებლივ იწვევს ფატალურ შედეგს. სინამდვილეში, აქტიური კვლევის, გამოკვეთილი სარწმუნო გარემოებების, საქმესთან შემხებლობაში მყოფი ადამიანების ახსნა-განმარტებებით, დადგენილი უდავო გარემოებების ერთობლიობით ცხადი ხდება, რომ არსენ კუტალაძის გარდაცვალება შესაძლოა კარგად დაგეგმილი ორგანიზებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს, რომელიც შესრულებული იქნა ყველაზე მძიმე და სათაკილო საფუძვლების შექმნით – ნარკოტიკული საშუალების გადაჭარბებული დოზის მოხმარებით გამოწვეული სიკვდილით. თითქოსდა გამოძიების დაწყების მომენტიდანვე გადაწყვეტილი იქნა საკითხი, რომ არსენ კუტალაძე ზედოზირებით დაიღუპა, ამას ყველა საუბრობდა მაშინ, როცა დანიშნული ექსპერტიზის პასუხი ჯერ ისევ ცნობილი არ იყო. შესაბამისად, იმისთვის, რომ მომხდარიყო საგამოძიებო მოქმედებების უძრაობის გამოწვევა, არ მომხდარიყო საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა და მორალური ხასიათის წნეხი განხორციელებილიყო მომჩივანის წინაშე, არსენ კუტალაძის ბიზნეს-წილებისა და საკუთრებაში არსებული ქონებების დატაცების შემდეგ, დაიწყო არსენ კუტალაძის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე