ჭიათურაში დაკავებული მაღაროელების გათავისუფლებას მოითხოვენ.
როგორც მერიის წინ დღეს გამართულ აქციაზე განაცხადეს, დაკავებულებისგან უკანონობის აღიარებას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ჰპირდებოდნენ, რომ დაკავებულებს გაათავისუფლებდნენ, თუმცა ყველამ მოატყუათ.
“ჩვენი ამოცანა და ნომერ პირველი პრიორიტეტია ამ ბიჭების გათავისუფლება. უსამართლობაა ამ ბიჭების მიტოვება და 9-წლიანი ციხისთვის გაწირვა”, – აცხადებენ მაღაროელები.
4 ჭიათურელი მაღაროელი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 29 აპრილს დააკავეს. როგორც პროტესტის მონაწილე მაღაროელები აცხადებდნენ, შეწყვიტეს შიმშილობა, ხელი არ შეუშალეს სამუშაო პროცესების აღდგენას, თუმცა დაკავებულების გათავისუფლებისთვის არაფერი კეთდება.
13 ივნისს მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, თენგიზ გველესიანი და არჩილ ჭუმბურიძე პატიმრობაში დატოვა. მომდევნო სასამართლო პროცესი 17 ივლისს ჩატარდება.