როგორც შემცირდა/გაიზარდა ბოლო ერთ დღეში მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის ქონება

როგორც შემცირდა/გაიზარდა ბოლო ერთ დღეში მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის ქონება

6 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო ეკონომიკა
პოსტი ნახა: 183

Bloomberg-ის 15 ივნისის მონაცემებით, SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელი, ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა შორის კვლავაც ლიდერია.

Bloomberg-ის მონაცემებით, მისი ქონება ამჟამად 368 მილიარდ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ მასკის ქონება ბოლო პერიოდში 4.43 მლრდ დოლარით გაიზარდა.

ამასთანავე, ბოლო მონაცემების მიხედვით, Bloomberg-ის მილიარდერების რეიტინგში ლიდერი 10 უმდიდრესი ადამიანიდან ორის გარდა, ყველას ქონება შემცირდა.

კერძოდ, ბოლო პერიოდში მასკის გარდა, გაიზარდა მხოლოდ Oracle-ის თანადამფუძნებლის ლარი ელისონის ქონება. ამ შემთხვევაში ერთი დღის ჭრილში ზრდამ 13.9 მილიარდი დოლარი შეადგინა და მთლიანი წმინდა ქონება 234 მილიარდ დოლარს გაუტოლდა.

უფრო დეტალურად, Bloomberg-ის მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის ქონება და ერთი დღეში ცვლილება ასე გამოყურება:

  • ილონ მასკი - 368 მილიარდი დოლარი (+4.43 მლრდ დოლარი);
  • მარკ ცუკერბერგი - 241 მლრდ დოლარი (-3.57 მლრდ დოლარი);
  • ლარი ელისონი - 234 მლრდ დოლარი (+13.9 მლრდ დოლარი);
  • ჯეფ ბეზოსი - 233 მლრდ დოლარი (-936 მლნ დოლარი);
  • ბილ გეიტსი - 177 მლრდ დოლარი (-498 მლნ დოლარი);
  • სტივ ბალმერი - 164 მლრდ დოლარი (-1.25 მლრდ დოლარი);
  • ლარი ფეიჯი - 158 მლრდ დოლარი (-751 მლნ დოლარი);
  • ვორენ ბაფეტი - 153 მლრდ დოლარი (-781 მლნ დოლარი);
  • ბერნარ არნო - 150 მლრდ დოლარი (-2.46 მლრდ დოლარი)
  • სერგეი ბრინი - 148 მლრდ დოლარი (-665 მლნ დოლარი).


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე