გერმანული კომპანია Rheinmetall უკრაინას, დრონებით თავდასხმებისგან დასაცავად, Skyranger-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწვდის, - ინფორმაციას გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.
კონცერნის თავმჯდომარემ, არმინ პაპერგერმა განაცხადა, რომ კონტრაქტს, რომლის ღირებულება ასობით მილიონი ევროა, ხელი 10 სექტემბერს ლონდონში, DSEI-ის თავდაცვის ინდუსტრიის გამოფენაზე მოეწერება.
მისი თქმით, პირველი სისტემები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მიმდინარე წლის ბოლომდე მიეწოდება.
Skyranger-ის სისტემა მობილური საზენიტო პლატფორმაა, რომლის დამონტაჟება Leopard-ის ტანკებზე შეიძლება.
„თითოეულ ამ სისტემას შეუძლია ოთხი-ოთხ კილომეტრიანი ფართობის დაფარვა, რაც დრონებისგან სრულ დაცვას უზრუნველყოფს. ეს ნიშნავს, რომ ყველა დრონი განადგურდება“, - განაცხადა პაპერგერმა და აღნიშნა, რომ ამ სისტემებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიონ უკრაინას არსებულ სიტუაციაში.