გიტანას ნაუსედა - რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი კარგია, მაგრამ არასაკმარისი - სანქციების მე-18 პაკეტი უფრო ძლიერი უნდა იყოს

გიტანას ნაუსედა - რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი კარგია, მაგრამ არასაკმარისი - სანქციების მე-18 პაკეტი უფრო ძლიერი უნდა იყოს

23-05-2025 11:55
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 777

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციების მე-17 პაკეტი არასაკმარისია, ამიტომ შემდეგი შეზღუდვები უფრო მკაცრი უნდა იყოს.

„ერთი ან ორი სახელმწიფოს გარდა, ყველას გვესმის, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი კარგია, მაგრამ არასაკმარისი. ამიტომ, ჩვენ სანქციების მე-18 პაკეტის რაც შეიძლება მალე მიღების მომხრე ვართ და მჯერა, რომ ის უფრო ძლიერი უნდა იყოს“, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, სანქციების ახალი პაკეტი უკიდურესად პრინციპული უნდა იყოს და არ უნდა შეესაბამებოდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების მოწინააღმდეგე ზოგიერთი ქვეყნის ინტერესებს.

„სანქციების ახალი პაკეტი უნდა მოიცავდეს რუსული ნავთობისა და გაზის ყველა მთავარ მიმღებს - „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-სა და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს და ასევე უნდა გამორიცხავდეს ყველა რუსულ ბანკს SWIFT-ის პროგრამიდან“, - განაცხადა ნაუსედამ.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი 20 მაისს დაამტკიცა.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე