ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ორი გარდაცვლილი მძევლის ცხედარი, რომელიც „ჰამასმა“ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს გადასცა, ისრაელის ტერიტორიაზეა გადასვენებული.
თავდაცვის ძალებში განმარტავენ, რომ ცხედრებს იდენტიფიცირებისთვის ექსპერტიზა უტარდებათ.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად, „ჰამასს“ პირველი 72 საათის განმავლობაში ყველა ცოცხალი და გარდაცვლილი მძევალი უნდა დაებრუნებინა. თუმცა, მათ დარჩენილი 28 გარდაცვლილი მძევლიდან ისრაელს მხოლოდ დაახლოებით მესამედი გადასცეს.
„ჰამასი“ აცხადებს, რომ ისრაელს გადასცა ყველა ცოცხალი მძევალი და ასევე ყველა ცხედარი, რომლის გადაცემაც შეეძლო და რომ დარჩენილი ცხედრების მოსაძებნად სპეციალური აღჭურვილობა სჭირდება.