ილონ მასკი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის იდეას ეთანხმება

ილონ მასკი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის იდეას ეთანხმება

14 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 288

„მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის“ ყოფილი ხელმძღვანელი, კომპანია Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი მილიარდერი ილონ მასკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის იდეას ეთანხმება.

კერძოდ, მასკი გამოეხმაურა პლატფორმის ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტს, რომელიც „ტრამპის იმპიჩმენტის და მისი ჯეი დი ვენსით ჩანაცვლების“ იდეით გამოვიდა. „დიახ“, - დაწერა ილონ მასკმა პოსტის საპასუხოდ.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი და ილონ მასკი რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ერთმანეთს აკრიტიკებენ. მასკმა გუშინ დაწერა, რომ მის გარეშე „ტრამპი არჩევნებს წააგებდა”. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ილონ მასკი ჭკუიდან შეიშალა და მას კონტრაქტების გაუქმებით დაემუქრა.

„ჩვენს ბიუჯეტში ფულის, მილიარდობით და მილიარდობით დოლარის, შენახვის უმარტივესი გზა ილონის სამთავრობო სუბსიდიებისა და კონტრაქტების გაუქმებაა. ყოველთვის მიკვირდა, ბაიდენმა რომ არ ქნა ეს!“, - განაცხადა ტრამპმა.

მოგვიანებით მასკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ეპშტეინის ფაილებშია“ და ეს არის „რეალური მიზეზი“, რის გამოც ეს ჩანაწერები საჯაროდ არ გამოქვეყნებულა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე