„ინტერნეტთან დაკავშირებაში ახალი ერა დაიწყება“, - განაცხადა ინჟინერმა კალებ ვაისმა მას შემდეგ, რაც ჯეფ ბეზოსის ინტერნეტ თანამგზავრების პროექტ Kuiper-მა კოსმოსში თანამგზავრების პირველი პარტია წარმატებით გაუშვა.
Amazon-მა, Kuiper-ის ქსელის განსავითარებლად, 10 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიცია გამოყო და გეგმავს, ილონ მასკის უმსხვილეს ინტერნეტ თანამგზავრების ქსელ Starlink-თან კონკურენციაში შევიდეს - ორბიტაზე თანამგზავრების გაშვება 6 წლის წინ დაიწყო და ამჟამად 8 000 თანამგზავრი აქვს განთავსებული.
სააგენტო Reuters-ის მიხედვით, Kuiper-ის თანამგზავრების რაოდენობა, 2026 წლისთვის, 1618-ს მიაღწევს, ხოლო, პროექტის ფარგლებში, კომერციული ინტერნეტ მომსახურების გაწევას მიმდინარე წლის ბოლოსთვის დაიწყებს - მოამარაგებს როგორც მომხმარებლებს, ასევე საწარმოებსა და მთავრობას.
ორბიტაზე ამჟამად Kuiper-ის 27 თანამგზავრია განთავსებული და დედამიწის ზედაპირიდან 450 კმ-ის სიმაღლეზე პოზიციონირებენ.