ირანის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა

ირანის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა

27-04-2025 17:28
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 607

ირანის უდიდეს პორტში, ბანდარ აბასში, ძლიერი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას Reuters-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაშავებულია 700-ზე მეტი ადამიანი.

აფეთქების სავარაუდო მიზეზი პორტში არსებული ქიმიკატები იყო, თუმცა ზუსტი მიზეზი უცნობია. ირანის თავდაცვის სამინისტრომ მედიის ინფორმაცია, რომ აფეთქება, შესაძლოა, რაკეტებისთვის განკუთვნილი მყარი საწვავის არასწორად შენახვას უკავშირდებოდეს, უარყო.

შეგახსენებთ, ირანის უდიდეს პორტში, ბანდარ აბასში აფეთქება გუშინ მოხდა, რის შედეგადაც ახლომდებარე შენობები და ავტომობილები დაზიანდა. მოსახლეობის განცხადებით, აფეთქება 50 კილომეტრის რადიუსშიც იგრძნობოდა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე