ირანის საგარეო მინისტრი - ირანის მშვიდობიან ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის თავდასხმას მარადიული შედეგები ექნება

ირანის საგარეო მინისტრი - ირანის მშვიდობიან ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის თავდასხმას მარადიული შედეგები ექნება

22-06-2025 13:16
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 312

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებს გმობს და აცხადებს, რომ ამას „მარადიული შედეგები“ ექნება.

„დღეს დილით მომხდარი მოვლენები აღმაშფოთებელია და მარადიული შედეგები ექნება“, - წერს აბას არაღჩი X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში და აცხადებს, რომ ირანი „ყველა ვარიანტს იტოვებს თავისი სუვერენიტეტის, ინტერესებისა და ხალხის დასაცავად“.

„შეერთებულმა შტატებმა, გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა, ირანის მშვიდობიან ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმით უხეშად დაარღვია გაერო-ს ქარტია, საერთაშორისო სამართალი და (ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულება)“, - წერს აბას არაღჩი.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე