ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვიმედოვნებთ, რომ ინდოეთი და პაკისტანი რეგიონში დაძაბულობის ესკალაციას არ დაუშვებენ

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვიმედოვნებთ, რომ ინდოეთი და პაკისტანი რეგიონში დაძაბულობის ესკალაციას არ დაუშვებენ

4 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო

ვიმედოვნებთ, რომ ინდოეთი და პაკისტანი რეგიონში დაძაბულობის ესკალაციას არ დაუშვებენ, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ინდოეთში ჩასვლისას განაცხადა.

„ჩვენს რეგიონს მშვიდობა სჭირდება, განსაკუთრებით კი რეგიონის ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით და ვიმედოვნებთ, რომ ეს მოხდება“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ინდოეთში ვიზიტი წინასწარ იყო დაგეგმილი და იგი ნიუ-დელიში ორი ქვეყნის ეკონომიკური კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

აბას არაღჩი ინდოეთში ვიზიტამდე პაკისტანში იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, ინდოეთმა პაკისტანსა და ქაშმირის პაკისტანის მიერ კონტროლირებად ნაწილზე საჰაერო დარტყმები 7 მაისს განახორციელა. პაკისტანის არმიის ცნობით, ინდოეთის საჰაერო დარტყმების შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა. ამასთან, ინდოეთის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში პაკისტანის იერიშებს ინდოეთში სულ მცირე 15 პირი ემსხვერპლა. ინდოეთის მთავრობის განცხადებით, ეს იერიში ორ კვირაზე მეტი ხნის წინ ქაშმირში ტურისტებზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხს წარმოადგენს, რომელსაც 26 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

პოსტი ნახა: 131


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე