ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა

ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა

23-06-2025 13:29
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 491

ირანიდან ისრაელის მიმართულებით 6-7 რაკეტა გაუშვეს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რაკეტებს 40 წუთის განმავლობაში ისროდნენ. ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

ისრაელის ელექტროენერგიის კორპორაციის ცნობით, სამხრეთ ისრაელში ელექტროსადგურთან განხორციელებულმა დარტყმამ ახლომდებარე ქალაქებში ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.

მედიის ინფორმაციით, საჰაერო განგაშის სირენების ხმა კვლავ ისმის ჩრდილოეთ ისრაელში, რადგან ირანი ბალისტიკური რაკეტების სროლას აგრძელებს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე