ისრაელის თავდაცვის ძალები - ისრაელმა ირანში 200 მოიერიშე თვითმფრინავით 100-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა

ისრაელის თავდაცვის ძალები - ისრაელმა ირანში 200 მოიერიშე თვითმფრინავით 100-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა

13-06-2025 14:38
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 63

ისრაელმა ირანში 100-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა და დარტყმების დროს 200 მოიერიშე თვითმფრინავი გამოიყენა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ბრიგადის გენერალმა, ეფი დეფრინმა განაცხადა.

მისივე თქმით, ირანის ტერიტორიაზე ჩამოგდებულია 330-ზე მეტი სხვადასხვა საბრძოლო მასალა.

„დარტყმები ზუსტი და სინქრონიზებული ოპერაციის ნაწილი იყო“, - განაცხადა დეფრინმა და დასძინა, რომ პილოტები ჯერ კიდევ უტევენ სამხედრო და ბირთვული პროგრამის სამიზნეებს ირანის სხვადასხვა რაიონში“.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე