ისრაელმა ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანა

ისრაელმა ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანა

23-06-2025 12:55
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 597

ისრაელმა დასავლეთ ირანის ქალაქ კერმანშაჰში სამხედრო ინფრასტრუქტურაზე საჰაერო დარტყმები განახორციელა, - ამის შესახებ CNN-ი ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით იუწყება.

მანამდე, ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელმა, გამთენიისას, თეირანის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე დიდ სამხედრო კომპლექს პარჩინზე დარტყმა განახორციელა.

თავის მხრივ, დღეს დილით ისრაელზე სარაკეტო შეტევა განახორციელა ირანმაც, ისრაელის საჰაერო თავდაცვამ ირანის მიერ გაშვებული რაკეტები მოიგერია.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე