ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

13-06-2025 14:19
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 27

ისრაელმა ირანის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში საპასუხო თავდასხმებს ელოდება, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

დღეს დილით იერუსალიმში სირენების ხმები ისმოდა, რის შემდეგაც იერუსალიმის მცხოვრებლებმა ტელეფონებზე განგაშის სიგნალი მიიღეს.

ისრაელის ძალებმა მოსახლეობა გააფრთხილა და განაცხადა, რომ ქვეყანას „ძლიერი და რთული დღეები“ ელის.

„ამ ოპერაციის დროს ფართომასშტაბიანი გაფრთხილებებია მოსალოდნელი“, - განაცხადა შიდა ფრონტის სარდლობის უფროსმა, გენერალ-მაიორმა რაფი მილომ.

მისი თქმით, საგანგებო შეტყობინებების გაგზავნისას ადამიანები თავშესაფრებში უნდა გადავიდნენ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე