იური უშაკოვი - ტრამპთან საუბრისას პუტინმა ყურადღება გაამახვილა, რომ კიევის რეჟიმმა პრეზიდენტის რეზიდენციაზე ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა - ტრამპი შოკირებული იყო

იური უშაკოვი - ტრამპთან საუბრისას პუტინმა ყურადღება გაამახვილა, რომ კიევის რეჟიმმა პრეზიდენტის რეზიდენციაზე ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა - ტრამპი შოკირებული იყო

29-12-2025 21:05
კატეგორიები: მსოფლიო RSS
პოსტი ნახა: 295

ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობის შესახებ აცნობა - პრეზიდენტი ტრამპი შოკირებული იყო. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.

„პუტინმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ პრაქტიკულად მაშინვე, როდესაც მარ-ა-ლაგოში მოლაპარაკებები დასრულდა, რომელსაც ამერიკული მხარე წარმატებულად მიიჩნევს, კიევის რეჟიმმა ნოვგოროდის ოლქში პრეზიდენტის რეზიდენციაზე მასშტაბური, შორი მოქმედების დრონების გამოყენებით ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა. აშშ-ის პრეზიდენტი შოკირებული იყო და თქვა, რომ მას მსგავსი გიჟური ქმედებების წარმოდგენაც კი არ შეეძლო“, - განაცხადა უშაკოვმა.

მისი თქმით, ტრამპმა პუტინს განუცხადა, რომ „ეს ზელენსკისთან მუშაობის კონტექსტში აშშ-ის მიდგომაზე გავლენას მოახდენს“.

„როგორც თავად ტრამპმა თქვა, მადლობა ღმერთს, რომ Tomahawk-ები არ მისცა“, - აღნიშნა უშაკოვმა.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე