ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ კონგოში ებოლას ვირუსით 30-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ კონგოში ებოლას ვირუსით 30-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

2 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო RSS
პოსტი ნახა: 83

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ვირუსით 30-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირების სულ 48 შემთხვევა დაფიქსირდა.

„ორი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ებოლას აფეთქება გამოაცხადა. ჯერ 48 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა და 31 ადამიანი გარდაიცვალა“, – განუცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა ჟურნალისტებს.

როგორც „როიტერი“ წერს, ქვეყნის ხშირ ტროპიკულ ტყეებში ძლიერი სიცხე და მწერები კონგოში ებოლას ვირუსის გავრცელებას უწყობს ხელს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კვირას განაცხადა, რომ კონგოს კასაის პროვინციაში ებოლას ვირუსით ინფიცირებული პირების ვაქცინაცია დაიწყო.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე