„ჯორჯიან ეარვეისი“ - 16 -17 ივნისს თბილისი-თელ-ავივი-თბილისის რეისები უსაფრთხოებიდან გამომდინარე გაუქმებულია

„ჯორჯიან ეარვეისი“ - 16 -17 ივნისს თბილისი-თელ-ავივი-თბილისის რეისები უსაფრთხოებიდან გამომდინარე გაუქმებულია

15-06-2025 15:23
კატეგორიები: საზოგადოება პოლიტიკა
პოსტი ნახა: 584

16 და 17 ივნისს თბილისი-თელ-ავივი-თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები უსაფრთხოებიდან გამომდინარე გაუქმებულია. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან ეარვეისი“ ავრცელებს.

„მგზავრებს, ვინც უკვე შეიძინა ბილეთები აღნიშნულ რეისებზე, ვთავაზობთ ბილეთის გადაცვლის ან თანხის დაბრუნების შესაძლებლობას.

ბილეთის გადაცვლა ან თანხის დაბრუნება შესაძლებელია ბილეთის შეძენის ადგილას.

“ჯორჯიან ეარვეისი”, თელ-ავივის გარდა, სხვა მიმართულებებით დაგეგმილ რეისებს, შეუფერხებლად, განრიგის მიხედვით ასრულებს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე