ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - მივიღეთ შეტყობინებები, რომ აშშ თავდასხმებში ჩართული არ ყოფილა, თუმცა არ გვჯერა და გვაქვს მტკიცებულებები

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - მივიღეთ შეტყობინებები, რომ აშშ თავდასხმებში ჩართული არ ყოფილა, თუმცა არ გვჯერა და გვაქვს მტკიცებულებები

10 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 336

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, სეიედ აბას არაღჩის განცხადებით, ირანის ბირთვულ ობიექტებზე ისრაელის თავდასხმებში „ამერიკა პარტნიორია“ და მან პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

არაღჩი აშშ-ს მოუწოდებს, დაგმოს ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმები. მისი მტკიცებით, თავდასხმები არასდროს მოხდებოდა აშშ-ს ისრაელისთვის მწვანე შუქი რომ არ აენთო და მხარდაჭერა არ აღმოეჩინა.

„მივიღეთ შეტყობინებები სხვადასხვა არხებიდან, რომ აშშ ამ თავდასხმებში ჩართული არ ყოფილა, თუმცა, არ გვჯერა ამ განცხადების და გვაქვს მტკიცებულებები, რომლებიც მას ეწინააღმდეგება“, - აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა ხელმძღვანელი.

მისი თქმით, აშშ-თან ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს შეეძლო შეთანხმების გზა გაეხსნა, მაგრამ ისრაელმა მოლაპარაკებების საბოტაჟი მოახდინა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე