რობერტ ფიცო - სლოვაკეთს არ აქვს არანაირი საფუძველი, რომ უკრაინის გამო დაიტანჯოს

რობერტ ფიცო - სლოვაკეთს არ აქვს არანაირი საფუძველი, რომ უკრაინის გამო დაიტანჯოს

15-06-2025 15:25
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 557

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, სლოვაკეთი მოითხოვს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტზე კენჭისყრის გადადებას მანამ, სანამ გაზის მიწოდების საკითხი არ განიხილება.

უკრაინული მედიის ცნობით, ფიცომ განაცხადა, რომ მან სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, იური ბლანარს სთხოვა, 18 ივნისს დაგეგმილ შეხვედრაზე სანქციების პაკეტის სასარგებლოდ ხმა არ მისცეს მანამ, სანამ რუსული გაზის მიწოდების საკითხი არ გადაწყდება.

„გვსურს, რომ ახლა სანქციებზე კი არა, ამ თემაზე ვისაუბროთ“, - აღნიშნა ფიცომ.

მისი თქმით, ბრატისლავას სურს იცოდეს, რა გარანტიები იქნება წარმოდგენილი გაზის საკმარისი რეზერვების ხელმისაწვდომობასთან და ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ მოსახლეობისთვის ფასები მკვეთრად არ გაიზრდება.

„სლოვაკეთს არ აქვს არანაირი საფუძველი, რომ უკრაინის გამო დაიტანჯოს“, - დასძინა ფიცომ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე