ისააკ ჰერცოგი - ირანის თავდასხმის შედეგად, ბოლო ორი დღის განმავლობაში, სხვადასხვა ასაკის 13 ისრაელელი დაიღუპა - რაკეტები არ არჩევენ ებრაელებს, მუსლიმებს და ქრისტიანებს

ისააკ ჰერცოგი - ირანის თავდასხმის შედეგად, ბოლო ორი დღის განმავლობაში, სხვადასხვა ასაკის 13 ისრაელელი დაიღუპა - რაკეტები არ არჩევენ ებრაელებს, მუსლიმებს და ქრისტიანებს

9 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 288

ბათ-იამში იმ ტერიტორიის მოსანახულებლად, სადაც ირანის სარაკეტო დარტყმა განხორციელდა, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი იმყოფებოდნენ , - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

„ამ ტერიტორიაზე ათობით სახლი მთლიანად დაზიანდა ირანიდან გამოშვებული რაკეტის შედეგად. ბოლო ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა ასაკის 13 ისრაელელი დაიღუპა - ბავშვები, ზრდასრულები, მოხუცები და ახალი მიგრანტები. რაკეტები არ არჩევენ ებრაელებს, მუსლიმებს და ქრისტიანებს. ეს ისრაელის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. უნდა გამოვავლინოთ ის ემოციური და გონებრივი მდგრადობა, რომელიც ყოველთვის გვაქვს“, - აღნიშნა ისრაელის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, ირანის მიერ ისრაელის ქალაქ ბათ-იამზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და ასზე მეტი დაშავდა. სამაშველო ოპერაციები გრძელდება. მაშველები სამ დაკარგულ მოქალაქეს ეძებენ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე