მედია - ისრაელის და ირანის საჰაერო სივრცეები დახურული რჩება - იორდანიამ საჰაერო სივრცე გახსნა

მედია - ისრაელის და ირანის საჰაერო სივრცეები დახურული რჩება - იორდანიამ საჰაერო სივრცე გახსნა

15-06-2025 15:22
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 418

ისრაელის საჰაერო სივრცე დაკეტილი რჩება, - ინფორმაციას CNN-ი ისრაელის აეროპორტების ორგანოს პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

დახურული რჩება ირანის საჰაერო სივრცეც და ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შეზღუდვა ძალაში დღეს, ადგილობრივი დროით 15:00 საათამდე დარჩება.

რაც შეეხება იორდანიას, რომელიც ორ ქვეყანას შორის მდებარეობს და რომელმაც პარასკევს, უსაფრთხოების მიზნით, საჰაერო სივრცე ასევე დროებით დახურა, დღეს გამთენიისას ხელახლა გახსნა.

ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელი კომისიის ცნობით, გადაწყვეტილება „უსაფრთხოებისა და საჰაერო სივრცის რისკების ხელახალი შეფასების შემდეგ“ მიიღეს.

შეგახსენებთ, ისრაელმა, ირანმა და იორდანიამ საკუთარი საჰაერო სივრცეები პარასკევს, ისრაელის მიერ ირანზე საჰაერო იერიშების განხორციელების შემდეგ დახურეს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე