რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინას 194 დრონით და რაკეტით შეუტიეს, უკრაინელებმა 119 ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 119 ჩამოგდებული სამიზნედან 111 დრონი იყო, ორი „კინჟალის“ ტიპის აერობალისტიკური რაკეტა და სამ-სამი „ისკანდერის“ და „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტა.
ამასთან, 48 დრონი ლოკალურად დაიკარგა.
საჰაერო ძალების ცნობით, შეტევის ძირითადი მიმართულება პოლტავის ოლქის ქალაქი კრემენჩუგი იყო. დარტყმა და ნამსხვრევების ჩამოცვენა 6 ლოკაციაზე დაფიქსირდა.