კაია კალასი - კიევზე განხორციელებული თავდასხმები აჩვენებს, რომ პუტინი დასცინის ნებისმიერ სამშვიდობო მცდელობას

კაია კალასი - კიევზე განხორციელებული თავდასხმები აჩვენებს, რომ პუტინი დასცინის ნებისმიერ სამშვიდობო მცდელობას

29-08-2025 12:28
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 886

უკრაინის დედაქალაქ კიევზე გუშინ განხორციელებული თავდასხმები აჩვენებს, რომ პუტინი დასცინის ნებისმიერ სამშვიდობო მცდელობას. ამიტომ, ჩვენ უნდა გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე და ეს არის ის, რაც მათ ისინი რეალურად ხვდებიან: ზეწოლა, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ჟურნალისტებს დანიაში განუცხადა, სადაც ევროკავშირის საგარეო და თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრები იმართება.

მისი თქმით, დღევანდელი განხილვის მთავარი თემებია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და თავდაცვის მზადყოფნა.

„ცხადია, რომ ჩვენ გვაქვს სხვადასხვა შესაძლებლობების სფერო, სადაც მეტი უნდა გავაკეთოთ. მოველი, რომ წევრი სახელმწიფოები ამ შესაძლებლობების სფეროებში ლიდერობას აიღებენ. ამიტომ, ჩვენ ძალიან კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადავდგათ კონკრეტული პროექტების განსახორციელებლად“, - აღნიშნა კალასმა.

ცნობისთვის, 29-30 აგვისტოს დანიაში ევროკავშირის საგარეო და თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრები იმართება.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე