კამჩატკასთან 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

კამჩატკასთან 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

2 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო RSS
პოსტი ნახა: 82

რუსეთში, კამჩატკასთან ახლოს 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ბიძგების ეპიცენტრი პეტროპავლოვსკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 125 კმ-ში დაფიქსირდა.

რუსული მედიის ცნობით, ძლიერი ბიძგების შემდეგ ცუნამის წარმოქმნის შესახებ გაფრთხილება გავრცელდა. მათივე ცნობით, ამ დროისთვის მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ზარალისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა 10 კმ-ის სიღრმეზე დაფიქსირდა. მას ოთხი შემდგომი ბიძგი მოჰყვა, რომელთა სიმძლავრე 5.1-დან 5.8 მაგნიტუდამდე იყო.

ცნობისთვის, კამჩატკა მაღალსეისმურ ზონაში მდებარეობს, სადაც ბოლო კვირის განმავლობაში, სულ მცირე, ორი მიწისძვრა მოხდა, რომელთა სიმძლავრე 7 მაგნიტუდას აღემატებოდა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე