კანადამ უკრაინისთვის 25.5 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტი გამოაცხადა

კანადამ უკრაინისთვის 25.5 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტი გამოაცხადა

07-06-2025 18:05
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 532

კანადის თავდაცვის მინისტრმა, დევიდ მაკგინტიმ უკრაინისთვის 35 მილიონი კანადურ დოლარზე (დაახლოებით 25.5 მილიონი აშშ დოლარი) მეტი ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მინისტრმა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის „რამშტაინის“ ფორმატში გამართულ 28-ე შეხვედრაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, 30 მილიონი კანადური დოლარი Coyote-ისა და Bison-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორების, ასევე კანადური კომპანიების მიერ წარმოებული ახალი აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის შეძენაზე დაიხარჯება.

კანადის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, კიდევ 5 მილიონი კანადური დოლარი კანადის თავდაცვის ინდუსტრიის მიერ წარმოებულ რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების შეძენას მოხმარდება.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე