კიევში რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა

კიევში რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა

4 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 158

კიევში, რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დანგრეული ცხრასართულიანი შენობის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ რვა დაღუპულის ცხედარი ამოიყვანეს, რითაც თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრესსპიკერის, სვეტლანა ვოდოლაგას ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანთან კონტაქტზე გასვლა ამ დრომდე ვერ ხერხდება. კითხვაზე, კიდევ რამდენ ადამიანს ეძებენ ნანგრევების ქვეშ, მან უპასუხა: „ეს მონაცემები არ გვაქვს. ქალაქის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ გარკვეული რაოდენობის ადამიანებთან კონტაქტზე გასვლა ვერ ხერხდება. ვიცით, რომ 35 ბინა დანგრეულია. სამუშაოები გრძელდება“.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე