კრასნოდარში პორტზე დრონებით თავდასხმამ ზიანი და ხანძარი გამოიწვია

კრასნოდარში პორტზე დრონებით თავდასხმამ ზიანი და ხანძარი გამოიწვია

45 წუთის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 49

რუსეთში, კრასნოდარის მხარეში „ტემრიუკის“ პორტზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რამაც ზიანი და ხანძარი გამოიწვია.

ინფორმაციას კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბი, რუსული მედია და რუსული საზოგადოებრივი ჯგუფები ავრცელებენ.

„კიევის რეჟიმის მიერ დრონებით თავდასხმამ ტემრიუკში საპორტო ინფრასტრუქტურის ელემენტები დააზიანა და ხანძარი გამოიწვია“, - აცხადებენ კრასნოდარის მხარის ოპერატიულ შტაბში.

ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა 4 დეკემბრის ღამეს სტავროპოლის მხარეში ნევინომისკის აზოტის ქარხანას დაარტყეს, რომელიც ასაფეთქებელი ნივთიერებების ძირითად კომპონენტებს აწარმოებს. გენშტაბის ცნობით, დაზიანდა ერთ-ერთი საწარმოო საამქრო და ობიექტზე ხანძარი გაჩნდა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე