ლატვიაში რუსული დრონის ნამსხვრევები იპოვეს

ლატვიაში რუსული დრონის ნამსხვრევები იპოვეს

2 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 80

ლატვიაში რუსული დრონის ნამსხვრევები იპოვეს. ამის შესახებ განცხადებას ლატვიის შეიარაღებული ძალები და თავდაცვის მინისტრი, ანდრის სპრუდსი ავრცელებენ.

“დღეს ვენტსპილსის ოლქის ვარვეს რაიონში ზღვამ დრონის უკანა ნაწილის ნამსხვრევი გამოიტანა სანაპიროზე. შეიარაღებული ძალების აუფეთქებელი საბრძოლო მასალის ნეიტრალიზაციის ჯგუფი ადგილზე მიემართება ობიექტის გასაანალიზებლად”, - ნათქვამია განცხადებაში.

თავდაცვის მინისტრმა, ანდრის სპრუდსმა მოგვიანებით განაცხადა, რომ დრონის აღმოჩენილი ნამსხვრევი “რუსული სატყუარა დრონი “გერბერას” უკანა ნაწილია და მასში ასაფეთქებელი ნაწილი არ იქნა აღმოჩელი”.

“თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს დავავალე პოლონელ კოლეგებს დაუკავშირდნენ და გაარკვიონ, ეს დრონი იმ ტიპის არის თუ არა, რომელიც გასულ კვირას პოლონეთში აღმოაჩინეს,” - განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინამ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე