„მას ძალიან მძიმე საფასურის გადახდა მოუწევს, თუ ამას გააკეთებს“ – ტრამპი მასკის შესახებ

„მას ძალიან მძიმე საფასურის გადახდა მოუწევს, თუ ამას გააკეთებს“ – ტრამპი მასკის შესახებ

08-06-2025 15:07
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 788

ილონ მასკი „ძალიან სერიოზულ შედეგებს“ წააწყდება, დემოკრატ კანდიდატებს თუ დააფინანსებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, თუ რა სახის შედეგები მოჰყვება მსგავს ქმედებას.

„მას ძალიან მძიმე საფასურის გადახდა მოუწევს, თუ ამას გააკეთებს“, – აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მას არ სურს მასკთან ურთიერთობის აღდგენა მას შემდეგ, რაც მათ შორის დაპირისპირება ამ კვირის დასაწყისში საჯაროდ გახდა ცნობილი. კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ მისი ურთიერთობა Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელ დირექტორთან დასრულდა, ტრამპმა უპასუხა: „მე ვივარაუდებდი, რომ კი, დიახ“.

ტრამპმა მასკი „პრეზიდენტის თანამდებობისადმი უპატივცემულობაში“ დაადანაშაულა.

„ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი რამ არის, რადგან ის ძალიან უპატივცემულოდ იქცევა. პრეზიდენტის ოფისის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვა არ შეიძლება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე