მედია - ღაზაში დახმარების ცენტრთან ახლოს ისრაელის გახსნილ ცეცხლს 26 ადამიანი ემსხვერპლა

მედია - ღაზაში დახმარების ცენტრთან ახლოს ისრაელის გახსნილ ცეცხლს 26 ადამიანი ემსხვერპლა

01-06-2025 13:28
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 768

ღაზაში, დახმარების ცენტრთან ახლოს ისრაელის ტანკების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად სულ მცირე 26 ადამიანი დაიღუპა და 150 დაშავდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა BBC-ს განუცხადეს, რომ ისრაელის ძალებმა ცეცხლი ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე ჰუმანიტარულ ცენტრთან ახლოს გახსნეს.

შეგახსენებთ, ისრაელმა ღაზას სექტორში სამხედრო შეტევა 18 მარტს განაახლა. ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ოპერაციის მიზანი „ჰამასის“ სრული განადგურება და ყველა ისრაელელი მძევლის გათავისუფლებაა.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე