ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაური, ჰოსეინ სალამი დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჰოსეინ სალამი თავდასხმის შედეგად დაღუპულ რამდენიმე მაღალჩინოსანს შორისაა.
სახელმწიფო მედიის ცნობით, დაღუპულები არიან ასევე ატომური ენერგიის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ფერეიდუნ აბასი და თეირანის „ისლამური აზადის უნივერსიტეტის“ პრეზიდენტი, მეჰდი თეირანჩი.