მედია - ლუვრის მუზეუმი ძარცვის გამო დაიხურა - მოპარულია სამკაულები

მედია - ლუვრის მუზეუმი ძარცვის გამო დაიხურა - მოპარულია სამკაულები

19-10-2025 19:03
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 719

პარიზში მდებარე ლუვრის მუზეუმი ძარცვის გამო დროებით დაიხურა, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საფრანგეთის კულტურის მინისტრმა, რაშიდა დატიმ განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, ძარცვა დღეს დილით მოხდა, როდესაც მუზეუმი იხსნებოდა. ადგილზე პოლიცია იმყოფება და საგამოძიებო ქმედებებს ახორციელებს.

მუზეუმის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ ის „განსაკუთრებული მიზეზების გამო“ დაიხურა, თუმცა დამატებითი დეტალები არ გაუხმაურებია. ფრანგული მედიის ცნობით, მოპარულია სამკაულები.

ლუვრში მრავალი ცნობილი ხელოვნების ნიმუში და სხვა ძვირფასი ნივთი ინახება.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე