მედია - რუსეთის ოთხმა აეროპორტმა, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მუშაობა შეაჩერა

მედია - რუსეთის ოთხმა აეროპორტმა, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მუშაობა შეაჩერა

09-06-2025 11:37
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 669

რუსეთის ოთხ აეროპორტში, ყაზანის, ნიჟნი ნოვგოროდის, სარატოვისა და ტამბოვის აეროპორტებში, ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დროებითი შეზღუდვები დაწესდა, - ინფორმაციას რუსული მედია „როსავიაციის“ ოფიციალურ წარმომადგენელზე, არტიომ კორენიაკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი განცხადებით, თვითმფრინავების ეკიპაჟები, ფრენის დისპეტჩერები და აეროპორტის სამსახურები ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო ზომას იღებენ.

ამასთან, „ტელეგრამ“ არხების ცნობით, ჩუვაშეთის რესპუბლიკის ქალაქ ჩებოქსარში აფეთქებების ხმების ისმოდა.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე