მედია - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა - ჟან-ნოელ ბარომ ვიზიტი რუსეთის მიერ განხორციელებული დაბომბვის ადგილების დათვალიერებით დაიწყო

მედია - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა - ჟან-ნოელ ბარომ ვიზიტი რუსეთის მიერ განხორციელებული დაბომბვის ადგილების დათვალიერებით დაიწყო

10 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 232

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო კიევში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია საფრანგეთში უკრაინის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უკრაინაში ვიზიტი დედაქალაქ კიევზე რუსეთის თავდასხმების ადგილების დათვალიერებით დაიწყო.

„ჟან-ნოელ ბარომ, რომელიც კიევში ელჩების კონფერენციის საპატიო სტუმრის სტატუსით ჩავიდა, ვიზიტი დაბომბვის ადგილიდან დაიწყო. უკრაინას საჰაერო თავდაცვის გაძლიერება სჭირდება“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის, ჟან-ნოელ ბარო დღეს უკრაინის ელჩების შეხვედრას დაესწრება.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე