მედია - უკრაინამ რუსეთის ოთხ აეროდრომს დაარტყა

მედია - უკრაინამ რუსეთის ოთხ აეროდრომს დაარტყა

01-06-2025 20:06
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 618

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) დღეს რუსეთის ფედერაციის ოთხ სამხედრო აეროდრომს ერთდროულად შეუტია, - ინფორმაციას უკრაინული მედია სპეცსამსახურების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თვითმფრინავები ამჟამად ბელაიას, დიაგილევოს, ოლენიას და ივანოვოს აეროდრომებზე იწვის.

„მალუკის (უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი) წყალობით, რუსეთის ფედერაციამ გაიგო სიტყვა „დემილიტარიზაციის“ ნამდვილი მნიშვნელობა“, - აღნიშნა წყარომ მედიასთან საუბარში.

გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებულია 40-ზე მეტი თვითმფრინავი, მათ შორის A-50, Tu-95 და Tu-22 M3 ტიპის თვითმფრინავები.

წინასწარი მონაცემებით, შეტევის შედეგად რუსეთის ავიაციას 2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ზარალი მიადგა.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე