მედია - უკრაინულმა დრონებმა სტავროპოლში რადიოქარხანას დაარტყეს, რომელიც საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფება

მედია - უკრაინულმა დრონებმა სტავროპოლში რადიოქარხანას დაარტყეს, რომელიც საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფება

17 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 233

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დრონებმა 26 ივლისის ღამეს სტავროპოლის რადიოქარხანა „სიგნალის“ საწარმოო ობიექტებს დაარტყეს, რომელიც რუსეთში რადიოელექტრონიკის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია, - ინფორმაციას უკრაინული მედია უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინული მედია განმარტავს, რომ „სიგნალის“ რადიოქარხანა სპეციალიზებულია რადიოელექტრონული ომის საშუალებების, რადარის, რადიონავიგაციის აღჭურვილობის, დისტანციური მართვის რადიო აღჭურვილობის წარმოებაში და მუშაობს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის. ქარხანა საერთაშორისო სანქციების ქვეშაა.

„უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის მომუშავე მტრის ობიექტების მწყობრიდან გამოყვანას. თითოეული ასეთი დარტყმა აჩერებს წარმოების პროცესებს და ამცირებს მტრის სამხედრო პოტენციალს. ეს სამუშაო მომავალშიც გაგრძელდება“, - აცხადებენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე