მიხაილ მიშუსტინი და ლი ციანი - რუსეთი და ჩინეთი გააგრძელებენ თანამშრომლობის გაძლიერებას ყველა სფეროში და გარე გამოწვევებს შესაბამისად უპასუხებენ - ასევე, ყველა ღონეს იხმარენ სანქციების წინააღმდეგ ურთიერთდახმარებისთვის

მიხაილ მიშუსტინი და ლი ციანი - რუსეთი და ჩინეთი გააგრძელებენ თანამშრომლობის გაძლიერებას ყველა სფეროში და გარე გამოწვევებს შესაბამისად უპასუხებენ - ასევე, ყველა ღონეს იხმარენ სანქციების წინააღმდეგ ურთიერთდახმარებისთვის

04-11-2025 13:26
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 661

რუსეთმა და ჩინეთმა პირობა დადეს, რომ ყველა ღონეს იხმარენ სანქციების წინააღმდეგ ბრძოლაში ურთიერთდახმარების უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ აღნიშნულია რუსეთისა და ჩინეთის პრემიერ-მინისტრების, მიხაილ მიშუსტინისა და ლი ციანის 30-ე რეგულარული შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ კომუნიკეში.

დოკუმენტის თანახმად, რუსეთი და ჩინეთი: აპირებენ თანამშრომლობის გაძლიერებას BRICS-სა და „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ ფარგლებში, შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებში, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ მათი საქმიანობის პოლიტიზაციას.

ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს მტკიცე ურთიერთდახმარებას გაუწევენ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც მათ ძირითად ინტერესებს ეხება.

დოკუმენტის თანახმად, მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, ერთობლივად ებრძოლონ „მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადახედვასა და მისი ისტორიის გაყალბებას“.

კომუნიკეში ასევე აღნიშნულია, რომ მხარეები გააგრძელებენ თანამშრომლობის გაძლიერებას ყველა სფეროში და გარე გამოწვევებს შესაბამისად უპასუხებენ.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე